მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ბარამიძე ენმ ოფისის შტურმისას პოლიციამ გონდაკარგული და ბორკილებდადებული გაიყვანა...

გიორგი ბარამიძე ენმ ოფისის შტურმისას პოლიციამ გონდაკარგული და ბორკილებდადებული გაიყვანა და მოგვიანებით საპატიმროდან გაათავისუფლა ხელწერილის საფუძველზე

Published on

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე Facebook-ზე წერს, რომ ნიკა მელიას დაკავების დროს ცუდად გახდა. მისივე თქმით, ის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. 

“ენმ ოფისის შტურმისას ჭყლეტვაში და გაზის გამო, ცუდად გავხდი, თვალები პოლიციის მანქანაში გავახილე, შსს შუშის შენობაში სასწრაფომ დახმარება აღმომიჩინა, გამიფორმეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება, ბორკილებიც დამადეს, მაგრამ 1 საათში ხელწერილით გამომიშვეს. მოვბრუნდი ჩვენს ოფისში.

ალბათ დღეს საღამოსკენ (ან ხვალ) იქნება ჩემი და ჩვენი ოფისის შტურმისას სხვა დაკავებულების სასამართლო პროცესი”.- წერს ბარამიძე.

ენმ-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გონებადაკარგული გიორგი ბარამიძემ პოლიციამ გაიყვანა და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. 

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...