მთავარისიახლეებიპოლიტიკადესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება, ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების...

დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება, ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი გეგმის შემუშავება – ღარიბაშვილის გეგმა

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება იქნება.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში „ფრაქცია ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

„პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება, რომელსაც მე თქვენი ჩართულობით, ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ის მზად არის ბიზნესის სტიმულირებისთვის ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში პირადად ჩაერთოს.

„ჩვენ გვესმის, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის პანდემია, ასევე ეკონომიკა. ბიზნესს სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა და მე მაქსიმალურად მზად ვარ, რომ პირადად ჩავერიო ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში, რომელიც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას და მხარდაჭერას იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ჩვენ გვჭირდება არაორდინალური მიდგომები, მეტი კრეატიულობა, მეტი სისხარტე გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...