მთავარისიახლეებიპოლიტიკაბესიკ ჯგუშია გუბერნატორ ლევან შონიას კონტრაბანდული სქემის მამხილებელ ინფორმაციას ფლობდა -...

ბესიკ ჯგუშია გუბერნატორ ლევან შონიას კონტრაბანდული სქემის მამხილებელ ინფორმაციას ფლობდა – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ,,თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ

Published on

"თავისუფალი საქართველოს" პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ ჯგუშიამ, საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც 7 მაისს ზუგდიდში, თამბაქოს საწყობის აფეთქებაზე და აფეთქების დროს დაღუპულ ბესიკ ჯგუშიაზე ისაუბრა. მისი თქმით, აფეთქება გამიზნული იყო – რადგან დაღუპული ფლობდა მასალებს, რომელიც სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ლევან შონიასა  და მასთან დაკავშირებული პორის დათო შენგელიას   კონტრაბანდულ სქემას და შემოსავლებს ამხელდა, და მათ გასაჯაროებას გეგმავდა.
 
მისი თქმით, ბესიკ ჯგუშიამ  აფეთქებამდე 3 დღით ადრე  ტელეეთერის საშუალებით პირდაპირ დაადანაშაულა ლევან შონია ნარკოტიკების შემოტანაში  და ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებშიც საუბარი იყო ნარკოტიკების,  თამბაქოსა ნაწარმისა და  სხვა სხვა პროდუქტების აფხაზეთიდან შემოტანისა და გატანის სქემებზე,   პრეზიდენტისთვის და პრემიერ მინისტრისთვის უნდა მიეწოდებინა  
 
„ფაქტია, რომ ეს იყო პროფესიონალურად დაგეგმილი აფეთქება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ამ ფაქტებს უკავშირდება. ეს მასალები მომაკვდინებელია გუბერნატორისთვის და მისი კრიმინალი მეგობრის დათო შენგელიასთვის.'' განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.
 
იგი ამასთან თვლის, რომ ბესიკ ჯგუშიას გზიდან ჩამოშორების ერთერთი მნიშვნელოვანი მოტივი იყო ის, რომ ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებზეე   ერთ-ერთი პარტია   ზუგდიდის მერობის კანდიდატად მის  წარდგენასაც  გეგმავდა.
 
,,მისი დაღუპვა არის პირდაპირი შედეგი ჩემი და ჩემი მეგობრის  ბრძოლისა ადგილობრივი ხელისფლების კრიმინალური სქემის წინააღმდეგ და ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების მიუღებლობა  ხელისუფლების მიერ .  – აღნიშნა თენგიზ ჯგუშიამ –  არ გამოვრიცხავ, რომ აფეთქება უკავშირდება იმასაც, რომ  ბესიკ ჯგუშია „ფეისბუკზე“ მანანა ლაგვილავას ფსევდონიმით გაამოქვეყნებულ პოსტებში  ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებსა და სუს-ის თანამშრომლებს ამხელდა.''
 
თენგიზ ჯგუშია აცხადებს, რომ ბრძოლა,  რომელსაც მისი თანამებრძოლი და თანამოაზრე შეეწირა, გაგრძელდება და საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, შესაბამისად, იზრდება საფრთხეების მოლოდინიც, ამიტომ იგი კატეგორიულად აფრთხილებს და მოითხოვს    ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებისგან უზრუნველყონ მისი და ბესიკ ჯგუშიას ოჯახების უსაფრთხოების დაცვა
 
 სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თენგიზ ჯგუშიას მიერ ბოლო დღეებში და დღევანდელ ბრიფინგზე გამოთქმულ  ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

 
.
 
 

 

სიახლეები

მედია: კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...

“მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია” – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას "შანტაჟად" აფასებს. "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ...