მთავარისიახლეებისამხედრო თემარუსული გამანადგურებელი Су-30 შავი ზღვის თავზე ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს მიუახლოვდა

რუსული გამანადგურებელი Су-30 შავი ზღვის თავზე ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს მიუახლოვდა

Published on

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსული გამანადგურებელი Су-30 9 მაისს, შავი ზღვის თავზე ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს P-8 Poseidon-ს მიუახლოვდა. „9 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, რუსთის საჰაერო სივრცის კონტროლის ძალებმა შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე საჰაერო სამიზნე აღმოაჩინეს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საზღვარს უახლოვდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამხრეთ სამხედრო ოლქის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მორიგე გამანადგურებელი Су-30 გაიგზავნა. რუსული გამანადგურებლის პილოტები უსაფრთხო მანძილზე მიუახლოვდნენ საჰაერო ობიექტს და ვიზუალურად მოახდინეს მისი იდენტიფიცირება, როგორც ამერიკული მზვერავი საჰაერო ხომალდი P8A Poseidon“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, „რუსმა მფრინავებმა მისასალმებელი მანევრი შეასრულეს, რის შემდეგაც ამერიკულმა საჰაერო ხომალდმა მარშრუტი შეცვალა“.

სიახლეები

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...