მთავარისიახლეებიპოლიტიკაან ირჩევ ლიეტუვის გზას, ან ბელარუსისას, თუ ლიეტუვის გზით გსურთ სიარული,...

ან ირჩევ ლიეტუვის გზას, ან ბელარუსისას, თუ ლიეტუვის გზით გსურთ სიარული, ქართველებო, გაერთიანდით, სანამ გვიანი არაა

Published on

ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიასა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეხვდა, მან ორივე მხარესთან პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება პუტინისთვის საუკეთესო საჩუქარია

.ან ირჩევ ლიეტუვის გზას, ან ბელარუსისას, თქვენ რომელს ირჩევთ, ქართველებო? თუ ლიეტუვის გზით გსურთ სიარული, გაერთიანდით, სანამ გვიანი არაა. გვიანი იქნება, როცა ქუჩებში ტანკებს დაინახავთ, თუმცა, პრობლემა ისაა, რომ რუსეთს არ სჭირდება ტანკები. თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს საუკეთესო საჩუქარია, რაც შეიძლება პუტინს გაუკეთო. შეწყვიტეთ, გთხოვთ, გაერთიანდით”

მე შევხვდი ნიკა მელიას და მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს და მთავრობის წარმომადგენელს და მე ერთ რამეს ვიტყვი, ლიტვა საქართველოს კარგი და ძველი მეგობარია, ჩვენ არასდროს მიგვიტოვებია საქართველო ყველაზე ბნელ დროსაც კი, და ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ ჩვენი შუამავლობა. მაგრამ, დიალოგისთვის გჭირდება პარტნიორი, პარტნიორი არ შეიძლება დაპატიმრებული იყოს, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნიკა მელიას გირაო პოზიტიურად გადაწყდება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ შუამავლობა გავუწიოთ მთავრობას, ნიკას და მთელ ოპოზიციას. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რადგან ეს არჩევანია – ან საქართველო წავა ლიტვის გზით, ან ის ბელარუსად გარდაიქმნება. თუ ის ლიტვის გზით წავა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დიდ შანსს ვხედავ.

მაგრამ, როდესაც ჩვენ შევდიოდით ევროკავშირსა და ნატოში მარჯვენა და მარცხენა [მხარე] ყოველთვის ერთად მიდიოდა, ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია ვინმე. მაგრამ, თუ რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ ეს პირდაპირ წინ წასვლის გზაა, საქართველო შანსებს გამოტოვებს. და არის სხვა ქვეყნები, რომლებმაც შეიძლება წარმატება მიაღწიონ, უკრაინა და მოლდოვა, ვნახოთ. მაგალითად, ესტონეთი იყო ერთადერთი, ვინც წარმატებას მიაღწია, 1987 წელს მიიწვიეს ევროკავშირში და ჩვენ, ლიტვამ და ლატვიამ ეს გავაკეთეთ 1990 წელს, ამიტომ, მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. ამიტომ, ეს თქვენი არჩევანია, გინდათ, იყოთ საუკეთესო, პროცესის ლიდერი ან გინდათ იყოთ მსხვერპლი სხვადასხვა შიდა და გარე თავდასხმების და თქვენ დარჩებით სხვადასხვა ძალებთან  ერთად რეგიონში, რომლებიც გაგგლეჯენ. თქვენ უკვე  დაზარალდით ომით,  თქვენ მართლა გინდათ, რომ ამ სტატუს-კვოში იცხოვროთ, რაც არაფერს მოიტანს? რადგან ჩვენ ვიცით ეს ჩვენი გამოცდილებით, ან შეუერთდებით ევროკავშირს და ნატოს, ან დაიღუპებით, ამიტომ თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა. ამიტომ, თუ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა, გთხოვთ, ილაპარაკეთ ერთმანეთთან, შეწყვიტეთ პოლიტიკური  რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეაჩერეთ სასამართლო საქმეები, რაც ამ დიალოგის შექმნას საშუალებას არ აძლევს და დაიწყეთ ხიდების შენება მომავლისკენ. ჩვენ თქვენ დასახმარებლად მზად ვარ… – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა, ენმ-ს ოფისში ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ 

.

.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...