მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

Published on

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი – 63 %, თურქეთი – 6 %, ამერიკა – 5 %, საქართველო – 1 %, სომხეთი – 1 %, ირანი 1 %. კატეგორია „არ ვიცი“ – 15 %.ამასთან, NDI-ის კითხვაზე, რომელი ქვეყანა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ამერიკის შეერთებული შტატები – 35 %, საქართველო – 12 %, რუსეთი – 10 %, აზერბაიჯანი 2 %, საფრანგეთი 1 %, თურქეთი 1 %, გერმანია 1 %, სომხეთი 1 %. კატეგორია „არც ერთი“ აირჩია 18 %-მა, ხოლო 17 %-მა პასუხი „არ იცის“.კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...