მთავარიUncategorizedპოლიცია კარვის ქურდად იქცა - დაპირისპირება რუსთაველზე სამოქალაქო აქტივისტებსა და სამათალდამცავებს შორის

პოლიცია კარვის ქურდად იქცა – დაპირისპირება რუსთაველზე სამოქალაქო აქტივისტებსა და სამათალდამცავებს შორის

Published on

პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველზე სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს. ისინი პარლამენტის უკანა შესასვლელიდან შენობის წინამდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ და კარვის გადატანას პარლამენტის შენობის წინ აპირებდნენ, მაგრამ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. 

მოძრაობა საქართველოსთვის”, უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მართავს, სადაც კარავი ჰქონდათ გაშლილი. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. დღეს აქტივისტებმა კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.,

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რვა აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე, რომელსაც, აქტივისტების თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთერთი მათგანი დაკავებისას შეუძლოდ გახდა. თუმცა პოლიცია ამბობს, , რომ ყველა დაკავებულთან მიმართებაში, კანონის შესაბამისად იმოქმედეს.

“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები ამბობენ, რომ კარავი პოლიციელებმა მოიპარეს. მათი თქმით, კარვის გაშლა კანონით არ იკრძალება და პოლიციის მოქმედებები, რითაც ისინი კარვის გაშლას ეწინააღმდეგებიან, კანონიერ საფუძველს მოკლებულია. .  გიორგი მუმლაძემ, დაკავებამდე იქ შეკრებილ პოლიციელებს წაუკითხა ამონარიდი “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” საქართველოს კანონიდან.

“რუსთაველის გამზირს დღემდე არ ახსოვს, აქ კარვის გაშლა პრობლემა ყოფილიყო”, – ამბობს ერთერთი აქტივისტი

დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცავები ამ წუთებში ლევან ხაბეიშვილს ურჩევენ საქმეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველთა რაზმებია მობილიზებული. 

.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...