მთავარისიახლეებიუკრაინავინ არის ქართველი ოფიცერი, რომელიც გუშინ დაიღუპა უკრაინაში, რუს...

ვინ არის ქართველი ოფიცერი, რომელიც გუშინ დაიღუპა უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში’

Published on

ამ დრომდე არ სახელდება  ქართველი  ოფიცრის სახელი, რომელიც გუშინ უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრის დავით მაყიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული  ინფორმაციით  უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში დაიღუპა.
 
„კიდევ ერთი ღირსეული ქართველი ოფიცერი დავკარგეთ დღეს უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში“ – წერს მაყიშვილი, თუმცა დაღუპულის ვინაობას, მისი ოჯახის წევრების საქმის კურსში ჩაყენებამდე, არ ასახელებს. მისი თქმით,  დაღუპული მებრძოლი  არ ყოფილა არც  „ქართული ბატალიონის“, არც  „აზოვის“ რიგებიდან 
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ადასტუებენ, რომ  მებრძოლი საკუთარი ინიციატივით,  მოხალისედ იყო წასული უკრაინაში – მას წლების   წინ გავლილი აქვს სამხედრო სამსახური, თუმცა ის ახლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ ირიცხებოდა. 
 
”თადარიგის ოფიცერი ნიშნავს, რომ ის გარკვეული წლების წინ მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ამ დროისთვის საკუთარი ინიციატივით, როგორც მოხალისე ისეა წასული. წლების წინ მას გავლილი აქვს სამხედრო სამსახური. ახლა აღარ ირიცხება შეიარაღებულ ძალებში”, – განმარტეს თავდაცვის სამინისტროში.
 
უწყებას დაღუპული პირი იდენტიფიცირებული ყავს, თუმცა გარკვეულ დრომდე  მისი  ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
 
 
 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...