მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რეჟიმი იშლება, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მობილიზაცია და სიფრთხილეა საჭირო, ბოლომდე არის მისაყვანი...

“რეჟიმი იშლება, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მობილიზაცია და სიფრთხილეა საჭირო, ბოლომდე არის მისაყვანი საქმე” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბოლოდრონდელ მოვლენებზე – გიორგი გახარიას გადადგომასა და ნიკა მელიას პატიმრობის გადადებაზე – Facebook-ზე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. 

“უზურპატორი მთავრობის პრემიერმინისტრი გახარია გადადგა, რადგან არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ძალების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე და ხალხის მასობრივ დარბევაზე. ეს არის მართლაც დიდი გამარჯვება ოპოზიციური ერთობის, ნიკა მელიასი და ქართველი ხალხის. ახლა მნიშნელოვანია, რომ არ მოვასუსტოთ ეს ერთობა, პირიქით, გავაფართოვოთ, რადგან მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ქართველი ხალხისთვის ნების დაბრუნება”

მისივე აზრით, საბოლოო მიზნის მისაღწევად, ანუ რიგგარეშე არჩევნების დროულად ჩასატარებლად, დიპლომატიური კორპუსის ჩართვაა საჭირო.

“ამ სიტუაციაში საჭიროა სიფხიზლე და შეთანხმების დროზე მიღწევა რიგგარეშე არჩევნებზე, ახალი საარჩევნო კომისიითა და საერთაშორისო დამკვირვებლებით. მინდა, მივმართო უცხოურ დიპლომატიურ კორპუსს, მადლობა ევროკავშირის ელჩს ძალიან სწორი განცხადებისთვის, დღევანდელი ამერიკის საელჩოს განცხადებაც იყო სწორი, მაგრამ ახლა უნდა ვთქვათ, რომ როცა პრემიერმინისტრი გადადგა და ღრმა კრიზისია, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები, საქართველო რითაა სხვა ქვეყნებზე ნაკლები?”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, საქართვეოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ “რეჟიმი იშლება, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მობილიზაცია და სიფრთხილეა საჭირო, ბოლომდე არის მისაყვანი საქმე”.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...