მთავარისიახლეებიპოლიტიკასაერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს ქართველ ხალხს და სიმართლეს - ეს იყო...

საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს ქართველ ხალხს და სიმართლეს – ეს იყო მთავარი გზავნილი ლიეტუვას ელჩის შეხვედრაზე ენმ ოფისში

Published on

ლიეტუვას ელჩი ანდრიუს კალინდრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდა. მან ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

“ლიეტუვას რესპუბლიკა საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს. მე აქ ვარ, რათა გამოვხატო სოლიდარობა იმ მოვლენებისადმი, რაც ახლა ვითარდება აქ. მომავლისადმი შეშფოთებას გამოიწვევს არაპროპორციული ზომების მიღება”. – თქვა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე რაზე ისაუბრეს კალინდრამ და ოპოზიციის ლიდერებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეხედრისას ნიკა მელიამ განაცხადა:

,,მთავარი საკითხი რა იქნებოდა, რთულად გამოსაცნობი არ იყო. პატივცემული ელჩი როდესაც მოვიდა იქ, იმ შენობაში, სადაც შტურმით აღებას გეგმავდა ხელისუფლება, ეს არის მართლაც ნათელი დამკაფიო გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს ქართველ ხალხს და სიმართლეს. ეს იყო დღევანდელი ვიზიტის მთავარი დატვირთვა და მიზანი.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...