უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ პარტნიორებთან თანამშრომლობაზეც უარყოფითად აისახება, -ასეთია ექსპერტების შეფასებები “ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე.
“დასავლეთი ამაზე თვალს ვერ დახუჭავს. იან კელის განცხადება არის ჯერ პირველი მერცხალი. თუკი მელიას დაკავება მოხდა, ამაზე დასავლეთს ექნება უმკაცრესი რეაგირება”,- აცხადებს ექსპერტი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ევროპული პოლიტიკის საკითხებში, გიორგი რუხაძე.
“იქნებ ჩვენს ამერიკელ მოგობრებს მაინც დაუჯერონ. ავტორიტარიზმის გამყარების დაღმავალ სპირალში, რომელშიც არის შესული ქვეყანა და რომელიც, არაფერ კარგს არ მოუტანს საქართველოს, იქნებ ეს რამეფრით შეაჩერონ”,- აცხადებს ექსპერტი,გია ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 თებერვალს, პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას მხარი დაუჭირა. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია მომხდარს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.