მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა მელიას ადვოკატებს პარლამენტში არ უშვებენ

ნიკა მელიას ადვოკატებს პარლამენტში არ უშვებენ

Published on

„რუსეთიზაციის 9 წელი“ – ამ სლოგანით, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციას მართავენ.

ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს გამოხატავენ იმ პროცესისადმი, რომელიც დღეს პარლამენტში უნდა გაიმართოს, კერძოდ, კი,საქართველოს პარლამენტმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

პარლამენტთან მივიდნენ ნიკა მელიას ადვოკატები გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ და ამ დრომდე შენობის გარეთ დგანან.

როგორც „ინტერპრესნიუსს” ბექა ბასილაიამ განუცხადა, მათი პარლამენტში არშეშვების მიზეზი არის ის, რომ ბრალდების მხარეს და უმრავლესობას დაცვის მხარის კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა არ უნდა.

“არანაირი მიზეზი არ უთქვამთ, საშვის მოთხოვნის შესაძლებლობასაც კი არ გვაძლევენ, რომ მივიდეთ საშვთა ბიუროში. პარლამენტის შიდა ნომრები არ გვპასუხობს, ასევე საშვებთან დაკავშირებით ვინც არის პასუხისმგებელი პირი ვესაუბრეთ და განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში არ არის უფლებამოსილი დაუშვას საშვი, მაგრამ საქმის კურსში ჩააყენებს შესაბამის პირებს. თუმცა, ამ დრომდე, არანაირი პასუხი არ გაგვაჩნია, რაც აბსურდი და სამარცხვინოა. ადამიანის იმუნიტეტის და უფლებამოსილების შეჩერებაზე დგება საკითხი და ამ დროს დაცვის მხარეს შესაძლებლობა არ ეძლევა მონაწილეობა მიიღოს. არ გვიშვებენ იმიტომ, რომ ბრალდების მხარეს, უმრავლეობის წარმომადგენლებს ჩვენი კრიტიკული კითხვებით და სამართლებრივი არგუმენტებით მსჯელობით არ უნდათ, რომ დისკომფორტი შეექმნათ, რასაც ვაპირებდით შესვლის შემთხვევაში”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სიახლეები

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური...