მთავარისიახლეებისაზოგადოება25 სექტემბერს მარტვილში ჭყონდიდობა აღინიშნება

25 სექტემბერს მარტვილში ჭყონდიდობა აღინიშნება

Published on

წელს მარტვილში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული ჭყონდიდობა გრანდიოზულად აღინიშნება. 25 სექტემბერს, დავით აღმაშენებლის ამღრზდელისა და მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.
ჭყონდიდობის დღესასწაულის აღნიშვნა საზეიმო წირვით საკათედრო ტაძარში დილის 10 საათზე დაიწყება. რის შემდეგაც წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობის ცერემონიალი გაიმართება. მოგვიანებით კი ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერწერული ნამუშევრები გამოიფინება, გამოფენები გაიმართება მუზეუმის საკონფერენციო დარბაზებსა და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზეც, პოეზიის დღე მოეწყობა მარტვილის ცენტრალური ბიბლიოთეკის ეზოში, მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართება. წელს ჭყონდიდობაზე მოეწყობა კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები. სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლება. 14 საათზე კი მარტვილის საპატიო მოქალაქეების დასახელების ცერემონიალი გაიმართება. ჭყონდიდობა დატვირთული იქნება სპორტული ღონისძიებებითაც,მოეწყობა შეჯიბრი ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ტანვარჯიშში, კრივში, ტაიკვანდოსა და სპორტის სხვა სახეობებში.
ადგილობრივი ხელისუფლება მარტვილელებს ჭყონდიდობის აღსანიშნავად გრანდიოზულ კონცერტსაც სთავაზობს, რომელიც მარტვილის ცენტრში 18 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ. ჭყონდიდობის აღნიშვნა მარტვილში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორი  მარტვილის მუნიციციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოა.

სიახლეები

“ოცნების” უმოქმედობამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის – ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ბრიუსელი "ოცნების" ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის...

ერევანში ზელენსკის მიპატიჟებას კრემლის უკმაყოფილება მოჰყვა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს,...

ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია – მაკრონი

"სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები...

თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკრიბას იურისტმა, პაატა ყვავაძემ BMG-ს დაუდასტურა, მისი...