მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნების შედეგები არ იყო კარგი და ვიღებ პასუხისმგებლობას - მომდევნო ყრილობის შემდეგ...

არჩევნების შედეგები არ იყო კარგი და ვიღებ პასუხისმგებლობას – მომდევნო ყრილობის შემდეგ მე აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი – გიგი უგულავა

Published on

“მომდევნო ყრილობის შემდეგ მე აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. […] პარტიული თანამდებობა მე არ მექნება არანაირი”, — განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ. მისი თქმით, არჩევნების შედეგები არ იყო კარგი და ის იღებს პასუხისმგებლობას ამასთან, ფიქრობს, რომ პარტიის განახლებისთვის საჭიროა მინიმუმ სამივე ლიდერის გადადგომა.

გიგი უგულავა ამბობს, რომ აქტიურად აპირებს პოლიტიკაში დარჩენას.

,,გარდა პარტიული ვალდებულებებისა, მაქვს ძალიან ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება, ჩემს თავს ვთვლი და ვხედავ საერთო ოპოზიციური პლატფორმის კოორდინაციაში წვლილის შეტანაში, თუნდაც წყლის დასხმაში, კულტივირებაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავებაში, და საერთოდ ამ, მათ შორის, დაპირისპირების შემთხვევაში რამენაირად მაგიდის მომრგვალებაში.

ეს არის საქმე, რასაც ნოემბრიდან მოყოლებული ჩემი დროის 80%-ს ვუთმობ, ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი კოლეგების მხარდაჭერით, სხვა პარტიის კოლეგებს ვგულისხმობ, ამ საქმეს ჩვენ ერთად შევძლებთ…

იმიტომ, რომ დღეს საზოგადოების მოთხოვნაა, მერაბ კოსტავას სიტყვების პერიფრაზს გავაკეთებ – საზოგადოებას აინტერესებს, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა, სად ვიქნები მე, ეროვნულ მოძრაობაში”

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...