მთავარისიახლეებისაზოგადოებატყიბულელი მეშახტეები განახევრებულ ხელფასს შახტში გამოკეტილები აპროტესტებენ

ტყიბულელი მეშახტეები განახევრებულ ხელფასს შახტში გამოკეტილები აპროტესტებენ

Published on

ტყიბულში ძიძიგურის შახტის მე-17 უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა და ამოსვლაზე უარს ამბობს. ისინი იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას აპროტესტებენ

მეშახტეთა პროტესტს ადასტურებენ შახტის ადმინისტრაციაში და განმარტავენ, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც მეშახტეთა ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენელი, მინდელის სახელობის შახტის ცვლის უფროსი, ხვიჩა გაბუნია რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, ადმინისტრაციის ინფორმაციით, მე-17 უბანში ქვანახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდა, რის გამოც შახტში დასაქმებულებს იანვრის თვის ხელფასი გაუნახევრდათ. ხვიჩა გაბუნიას განცხადებითვე, ხელშეკრულების მიხედვით, თუ ნახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდება, მეშახტის დღიური ხელფასი 45 ლარითაა განსაზღვრული. მეშახტეები თვეში 20 დღე მუშაობენ, ხელფასს აკლდება საშემოსავლო გადასახადი და იანვრის თვის ხელფასი 720 ლარამდე უწევთ, რაც გეგმის შესრულების დროს თითქმის ორმაგია.

„ეს ხელშეკრულება არის კაბალური, რადგან ნახშირის მოპოვების გეგმის შეუსრულებლობა მხოლოდ მეშახტეებზე არ არის დამოკიდებული. ახლა გამოსავალი ადმინისტრაციასა და უბნის ხელმძღვანელსა და მუშებს შორის მოლაპარაკებაშია. დღეს მე -17 უბანმა ვერ შეასრულა გეგმა, მომდევნო თვეში შეიძლება ჩემს უბანს უთხრან, რომ გეგმა ვერ შესრულდა. ამიტომ აუცილებელია გარკვევა და მოლაპარაკება, რაც მარტივი არ იქნება“- ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

გაბუნია არ გამორიცხავს მოლაპარაკების არასასურველ შედეგით დასრულების შემთხვევაში პროტესტს სხვა მეშახტეებიც შეუერთდნენ.

ძიძიგურის შახტში 10-მდე მუშა 10 თებერვალს მეოთხე ცვლის შემდეგ დარჩა.

ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებს 12 წლის განმავლობაში ფლობდა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელმაც 2019 წლის შემოდგომაზე აქტივები გადასცა უკრაინულ-ქართულ ბიზნეს-ჯგუფს.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...