მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოროშენკო დაინტერესებულია მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხით

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოროშენკო დაინტერესებულია მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხით

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის ოპოზიციის  ლიდერი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ პეტრო პოროშენკომ თავის ბიზნეს-პარტნიორებს დაავალა, მისი მოქალაქეობის საკითხით დაკავდნენ.
 
"პრეზიდენტმა თავის ბიზნეს-პარტნიორებს დაავალა, ჩემი მოქალაქეობის საკითხით დაინტერესდნენ. 
პეტრო ალექსანდრეს ძევ,  ხომ არ ფიქრობთ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვათ  რუსეთის მოქალაქე მედვედჩუკს, რომელიც დღევანდელი პროპუტინური "შაბაშის" – "უკვდავი პოლკის" ორგანიზატორია? 
აჰა კიდევ, დამავიწყდა: საშა ბოროვიკი, რომელსაც უკვე ჩამოართვით მოქალაქეობა, უფრო საშიშია, ხოლო მედვედჩუკთან ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება –  თქვენ ხომ ერთმანეთის ენა მშვენივრად გესმით,  არა?"- წერს მიხეილ სააკაშვილი და დასძენს, რომ  ხალხი ოლიგარქთა ნების საწინააღმდეგოდ მაინც შეძლებს  უკრაინის დაცვას.''- წერს მიხეილ სააკაშვილი.
 
შეგახსენებთ, ხმები იმაზე, რომ პეტრო პოროშენკომ, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილსაც ჩამოართვას, მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მოქალაქეობა სააკაშვილის გუნდის რამდენიმე წევრს ჩამოართვეს.მათ შორის ერთერთმა – საშა ბოროვიკმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, პოროშენკომ იგივე მოიმოქმედოს სააკაშვილის წინააღმდეგაც, რის შემდეგაც ის აპატრიდი, ანუ, მოქალაქეობის არმქონე პირი გახდება
 
რაც შეეხება ვიქტორ მედვედჩუკს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ახსენებს ამ პოსტში, იგი არის მკვეთრად გამოხატული პრორუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსი  და  ერთერთი ორგანიზატორი გუშინ, 9 მაისს  უკრაინის ქალაქებში და, პირველ რიგში, კიევში  გამართული პრორუსული "უკვდავი პოლკის" მსვლელობისა.  
 
კიევში პრორუსების მსვლელობა რუსული სიმბოლიკითა და პრორუსული ლოზუნგებით  მკვეთრად გააპროტესტეს  უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის  ,,ოუნ'' – ს წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა, მაგრამ სამართალდამცავებმა ახლოსაც არ მიუშვეს ისინი აქციის მონაწილეებთან, უფრო მეტიც,   შენობაში  გამოამწყვდიეს მათი ერთი დიდი ჯგუფი. მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, უკრაინელმა პატრიოტებმა მაინც შეძლეს გამოეხატათ თავიანთი პოზიცია კიევის ქუჩებში პრორუსული ,,შაბაშის"' მიმართ და  ფანჯრებიდან კვერცხები და  კვამლის გამჩენი  სატკაცუნები დაუშინეს  მის მონაწილეებს.  ბევრგან ნაციონალისტების ცალკეულმა ჯგუფებმა  შეძლეს პოლიციის კორდონების გარღვევა   და ხელიდან გამოსტაცეს აქციის მონაწილეებს საბჭოთა დროშები და სხვა სიმბოლიკა, რასაც დაპირისპირება მოყვა, მართალია, პატრიოტებმა ვერ შეძლეს მსვლელობის ჩაშლა,მაგრამ  მაინც საკადრისი პასუხი გასცეს მედვედჩუკის ხალხს ამ  თავხედური გამოხდომისთვის.
 
 
 
 
 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...