მთავარისიახლეებისაზოგადოება2020 წელს გამოვლენილი ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლიდან 7573 ქალია

2020 წელს გამოვლენილი ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლიდან 7573 ქალია

Published on

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლი და 8716 მოძალადე დააფიქსირა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთაგან, 7573 ქალი იყო, 1571 კი კაცი. რაც შეეხება მოძალადეებს, მათგან 7197 კაცი იყო, 1519 კი ქალი.

რაც შეეხება თბილისში ოჯახში მოძალადეთა და მსხვერპლთა ოდენობას, დედაქალაქში 4203 მსხვერპლი და 3958 მოძალადე დაიდენტიფიცირდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში, ოჯახში ძალადობის როგორც მსხვერპლ, ასევე მოძალადეთა უმრავლესობა 25-44 ასაკობრივ კატეგორიაშია.

რაც შეეხება რეგიონებს, გასულ წელს, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი მსხვერპლი (852) და მოძალადე(849) აჭარის რეგიონში იყო.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...