მთავარისიახლეებიპოლიტიკაქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებელი ორგანო გამქრალია კონსტიტუციიდან - გიორგი მარგველაშვილი

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებელი ორგანო გამქრალია კონსტიტუციიდან – გიორგი მარგველაშვილი

Published on

დღეს საქართველს პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ხვდებიან და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აცნობენ.გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებელი ორგანო დეგრადირებული არის და მსგავსი მიდგომა მმართველი გუნდის მხრიდან, პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო, მიუღებელია.„ის ორგანო, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს, როგორც ჩვენი ჯარის, შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, ასევე მზადყოფნას სერიოზული გამოწვევების მიმართ, რომელიც საქართველოს გააჩნია, ფაქტობრივად, გამქრალია კონსტიტუციიდან და ჩანაცვლებულია ერთი მხრივ, თავდაცვის საბჭოთი, რომელიც მხოლოდ ომიანობის დროს ფუნქციონირებს და მეორე მხრივ, ლოზუნგით, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...