მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

გიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 4 რეგიონში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე იყო. მათ შორის, ეკავა ადმინისტრაციის უფროსის პოსტი.

გარდა ამისა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს მამუკა საღარეიშვილი დაიკავებს. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო 2018 წლიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, აქ იმავე სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას პარმენ მარგველიძე დაიკავებს. იგი რეგიონში ამ პოსტზე ადრე უკვე იკავებდა.

დავით ნოზაძე კი მცხეთა-მთიანეთში იქნება სახელმწიფო რწმუნებული. მას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოზიცია ეკავა, მათ შორის იყო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...