მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ ზუგდიდს უნდა შეუნარჩუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი (Video)

საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ ზუგდიდს უნდა შეუნარჩუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი (Video)

Published on

 

 ზუგდიდს უნდა შეუნარჩუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი  – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ,ტელეკომპანია ,, ოდიშისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში სპეციფიურ რეგიონულ საკითხებზე საუბრისას.
 
,,დისკუსიები იყო ძალიან საინტერესო და შეეხებოდა ძალიან ბევრ საკითხს, მაგრამ, ზუგდიდში, ისევე, როგორც  გუშინდელ შეხვედრაზე ბათუმში, წამოიჭრა  ბევრი,  რეგიონული სპეციფიკური საკითხიც. 
ზუგდიდში  საუბარი  იყო თვითმმართველი ქალაქის სტატუსის თაობაზე  და ძალიან ნათლად გამოჩნდა ზუგდიდელების სურვილი ზუგდიდს არ ჩამოერთვას ეს სტატუსი.   მე ნათლად დავაფიქსირე და თქვენთანაც ვიმეორებ, რომ ეს მიმაჩნია აბსოლუტურად სწორად, რადგან  ეს არის რეალურად გარანტია იმისა, რომ ზუგდიდი მენეჯერულად უფრო ეფექტურად იმართებოდეს და დემოკრატიამ უკეთ იმუშაოს.  
 მიმაჩნია, რომ ზუგდიდი,  და არა მარტო ზუგდიდი, ის თორმეტი ქალაქიც,  უნდა დარჩეს და კიდევ უფრო მეტი ასეთი რეჟიმის ქალაქი უნდა გაჩნდეს – მეტი თვითმმართველობა უნდა მივცეთ ქალაქებს.
 
პრეზიდენტი  რეგიონის სპეციფიურ პრობლემებთან კონტექსტში შეეხო ოკუპაციის საკითხსაც.
 
,,სამეგრელოში,  რომელიც ასე ახლოს არის ოკუპაციის  ხაზთან და   ამდენი დარტყმა მიიღო თავის თავზე  სწორედ ოკუპაციის მიმართულებით,  ისევ უნდა განვაცხადო,  რაც არაერთხელ მითქვამს –   საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელიც არის ასეთ დაძაბულ ვითარებაში რუსეთის ფედერაციასთან და როგორც ცოტა ხნის წინ ევროკავშირმაც ნათლად ჩამოაყალიბა ,  აფხაზეთის და  ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია არის რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედება, ასეთ ვითარებაში ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლის შესუსტება, არის უბრალოდ ვითარების სწორად ვერგაგება.
 
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რამდენად რთულ ვითარებაში ვართ – ეს ესმით ზუგდიდში, ეს ესმით გორში, იმ ქალაქებში,  რომლებმაც 2008 წელს განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღეს, და ეს უნდა გაიგონ თბილისშიც  – უმაღლესი მთავარსარდალი სჭირდება ჯარს, ამასტან ქმედითი უაღლესი მთავარსარდალი.  კონსტიტუციაში ეს სტატუსი არ უნდა შეიცვალოს – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 
 
 

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...