მთავარისიახლეებიექსკლუზივი"ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ არის არაფორმალური მმართველობა და ვერც იმას, რომ არ...

“ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ არის არაფორმალური მმართველობა და ვერც იმას, რომ არ არის”- გიორგი მარგველაშვილი (Video)

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა  „ოდიშის“ ჟურნალისტის კითხვას, ადასტურებს თუ არა რომ  საქართველოში არაფორმალური მმართველობაა, ორაზროვანი პასუხი გასცა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ ფაქტს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.„ხშირად მისვამენ ამ კითხვას, არის თუა არა საქართველოში არაფორმალური მმართველობა, ჩემს მიმართ არაფორმალური მმართველობა არ განხორციელებულა,მე ძალიან ბევრ ჭორს ვიგებ, ძალიან ბევრ პოლიტიკურ ფიგურაზე, რომელიც დღეს ტრიალებს არენაზე, მეუბნებიან, რომ აი ეს ამიტომ გააკეთა, ეს იმიტომ, დაავალეს და ა.შ. მე ჩემს პოლიტიკურ პოზიციებს ჭორებზე არ ვაგებ. ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ არის არაფორმალური მმართველობა და ვერც იმას, რომ არ არის. მე ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მე მასთან ურთიერთობა არ მქონია.მე ისიც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ივანიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ დამიპირისპირდა, გადამეკიდა ის ხალხი, ვისთანაც ერთად მანამდე ვიბრძოდი.და რა არის ამის მიზეზი, ამის განსჯა მიმინდვია საზოგადოებისთვის. „- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ოდიშთან“ ინტერვიუში

 

 

სიახლეები

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...