“შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი, რომლებიც 6 თებერვალს გამართულ დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ. მოძრაობა ,,სირცხვილია’‘ დაუმორჩილებლობის მარშის მონაწილეებს მიმართავს, იმ შემთხვევაში, თუ მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა და აქციისას დაკისრებული ჯარიმის შესახებ შეატყობინეს, მოძრაობას მიმართონ.
,,იმ შემთხვევაში, თუ შსს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ დაკისრებული ჯარიმის შესახებ, ან პოლიციის განყოფილებაში მისვლა გთხოვეს – აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ”. – წერია მოძრაობის გავრცელებულ განცხადებაში.”