მთავარისიახლეებისაზოგადოებაTurkish Airlines-ი და Pegasus Airlines 1-ელი მარტიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენას გვპირდებიან

Turkish Airlines-ი და Pegasus Airlines 1-ელი მარტიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენას გვპირდებიან

Published on

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Turkish Airlines-ის და Pegasus Airlines-ის რეგულარული რეისების ფრენის განრიგები დაამტკიცა.

1-ელი მარტიდან ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ყოველდღიურად, დღეში ორჯერ იფრენს, ხოლო სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით ავიარეისები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. ასევე, ავიაკომპანია ზრდის მრავალჯერადი ჩარტერული რეისების სიხშირეს თებერვლის განმავლობაში. კერძოდ, 15 თებერვლამდე, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 4-ჯერ სიხშირით შესრულდება, ხოლო 15 თებერვლიდან თვის ბოლომდე –  კვირაში 7-ჯერ.

4 თებერვლიდან რეგულარულ ოპერირებაზე გადავიდა Pegasus Airlines-ი. ავიაკომპანია თავდაპირველად ფრენებს კვირაში 4-ჯერ სიხშირით შეასრულებს, ხოლო 12 თებერვლიდან დაემატება კიდევ 1 სიხშირე.

პირველი თებერვლიდან, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლიდან მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი. ამ სიას მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით თურქეთიც დაემატა.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...