მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციაში აცხადებენ, რომ წარმოუდგენელია დეკლარაცია შეავსონ მაშინ, როცა პარლამენტის ლეგიტიმაციას...

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ წარმოუდგენელია დეკლარაცია შეავსონ მაშინ, როცა პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და საკუთარი მანდატის გაუქმებასაც მოითხოვენ

Published on

ხელისუფლება მანდატებზე უარისმთქმელ ოპოზიციონერ დეპუტატებს აფრთხილებს, რომ თუ არ შეავსებენ ქონებრივ დეკლარაციას, 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია შეავსოს დეკლარაცია მაშინ, როცა პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს და საკუთარი მანდატის გაუქმებასაც მოითხოვს.

“ვინაიდან დაწერილი მაქვს განცხადება, არ ვავსებ არც დეკლარაციას. თორემ დასამალი არაფერი არა მაქვს საერთოდ, არც ქონებრივ დეკლარაციაში. ჩემი ქონებრივი დეკლარაცია შესწავლილი აქვს ყველას, მათ შორის, უკრაინაში, ძალიან დაწვრილებით. მაგრამ მე არ მინდა ამ პარლამენტის წევრობა, არ ვანიჭებ ლეგიტიმაციას მას. ამიტომ ახლა, სახელმწიფო იყენებს სისხლის სამართალს და კანონს, რომ მე დამსაჯოს იმის გამო, რაც არ მინდა. ასეთი რაღაც უბრალოდ არსად გამიგია”, — ამბობს ის.

დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ მათ ნამდვილად დაეკისროთ 1 000-ლარიანი ჯარიმები და შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაც განხორციელდეს. როგორც ის აცხადებს, სანქციებს აუცილებლად გაასაჩივრებს.

“აბა, ეს სად წერია საერთოდ? წარმოუდგენელი რაღაც არის, რომ მე ვამბობ, არა, არ მსურს პარლამენტის წევრობა, უფლებამოსილება შემიწყვიტეთ, იმიტომ, რომ გაყალბდა არჩევნები და სახელმწიფო მეუბნება, შენ თუ არ გაივლი ყველა პროცედურას, რომელიც აუცილებელია, რომ პარლამენტის წევრმა გაიაროს, მაშინ დაგსჯი”, — თქვა მან.

 გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ ფეუსბუქზე დაწერა, რომ შეტყობინება მასაც მიუვიდა.

ახლა მწერენ დეკლარაცია ჩაგვაბარე თორემ ჯერ 1,000 ლარს წაგართმევთ, მერე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთ. ანუ, კობახიძე-თალაკვაძეებმა ჯერ გადაწყვიტეს რომ მათი ნებაა ვიქნები თუ არა პარლამენტის წევრი”რამე კიდევ დამავალეთ, ნუ გერიდებათ”, — მიმართავს ჯაფარიძე ქართულ ოცნებას.

სიახლეები

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...