მთავარისიახლეებიკონფლიქტებისუს-ის განცხადება: ყველაფერი კეთდება ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის უკანონო პატიმრობიდან

სუს-ის განცხადება: ყველაფერი კეთდება ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის უკანონო პატიმრობიდან

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

უწყების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ  კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. მათივე ცნობით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გახელაძე საკუთარ ოჯახს მალე დაუბრუნდეს. 

“ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და მისი უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე. ზაზა გახელაძის მიმართ, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რასაც საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს”. – წერია სუსის განცხადებაში. 

დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სიახლეები

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - პირველი პრეზიდენტი 87 წლის გახდებოდა  საქართველოს ეროვნული გმირი,...

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...