ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, შსს-ს მომსახურების სააგენტოს შენობასთან 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 ჭრილობა მიაყენეს. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ბრალდებული დაკავებულია, მკვლელობის მოტივად კი შურისძიება სახელდება.
არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ ავტომანქანაში შვილს ელოდებოდა, რა დროსაც ესროლეს.