მთავარისიახლეებიპოლიტიკაჰარცელი პარლამენტში წულუკიანთან შესახვედრად მივიდა

ჰარცელი პარლამენტში წულუკიანთან შესახვედრად მივიდა

Published on

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, თეა წულუკიანთან პარლამენტში მივიდა. როგორც წულუკიანმა განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე ისაუბრეს.

“ჩემი მოწვევით ბატონი ჰარცელი იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დეტალებს მასთან შეთანხმებით ვერ გაგიმხელთ, ასე შევთანხმდით. თუმცა, შემიძლია, მეც ზოგადად გითხრათ, რომ ეს შეხვედრა იყო საინტერესო და ნაყოფიერი. იმიტომ, რომ გაირკვა, როგორც მან აღნიშნა, მისი გუშინდელი განცხადება ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, არის მისი პირადი პოზიცია, მისი პირადი აზრი. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს და დადასტურდა კიდეც, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია”, — განაცხადა წულუკიანმა.

კარლ ჰარცელმა დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ერთმანეთის მოსაზრებები მოისმინეs და იდეები გაცვალეს.

“ჩემი მხრიდან, დაფიქსირებული იყო რამდენიმე მოსაზრება, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკური დისკუსია. მიხარია, რომ ორივე მხარე ვიზიარებთ ერთმანეთის პოზიციებს. დიალოგის დეტალებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, — თქვა მან [TV პირველის თარგმანი].

თეა წულუკიანმა კარლ ჰარცელი პარლამენტში გუშინ მიიწვია და განაცხადა, რომ ისურვებდა გვარამიას ნომრის გასაჯაროების შესახებ ჰარცელის შეფასება განეხილათ. როგორც კარლ ჰარცელმა 3 თებერვალს თქვა, მისთვის ეს “არაეთიკური” იყო.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...