ინგირის სკოლაში კორონავირუსით 7 მოსწავლეა ინფიცირებული – კლასები დისტანციურ სწავლას დაუბრუნდნენ ინგირის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები კორონავირუსის გამო დღეიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას ინფორმაციით, აღნიშნულ კლასებში კორონავირუსი თითო-თითო მოსწავლეს დაუდგინდა. როგორც მამუკა ბულიამ რადიო თბილისს განუცხადა,ბავშვებს ონლაინ გაკვეთილები 16 თებერვლამდე ჩაუტარდებათ. ცნობისთვის, აღნიშნულ სკოლაში კორონავირუსი პირველ და მეორე კლასის მოსწავლეებს 27 იანვარს გამოუვლინდათ, შემდეგ კი მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებსაც დაუდასტურდათ. ამ კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ორშაბათიდან დაბრუნდებიან. რესურსცენტრის ინფორმაციით, ინგირის საჯარო სკოლაში კორონავირუსით სულ 7 მოსწავლეა ინფიცირებული.
ინგირის მე-2 საჯარო სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
Published on