მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები ღია სივრცეში მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ

საქართველოში კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები ღია სივრცეში მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ

Published on

საქართველოში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება. 

პრემიერი შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, მოქალაქეებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან წესების მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. 

“15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები მათ შორის, შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში. ეს არის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა მივიღოთ. თუმცა, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას, შემდგომი შემსუბუქება შეზღუდვების 15 თებერვლის შემდგომ და ამ შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე. ჩვენ შემდგომ მთავრობის სხდომაზე შევძლებთ მოქალაქეებს ვუთხრათ, რომელი შეზღუდვები იქნება მოხსნილი,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...