მთავარისიახლეებისაზოგადოება8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით ამოქმედდება

8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით ამოქმედდება

Published on

8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტისრული მასშტაბით ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. 

“უნდა გვესმოდეს, რომ არაგონივრული, არა ფრთხილი სწრაფი შეზღუდვების მოხსნა, გაუქმება, არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების, ამიტომ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ის მიღწევები, რომელიც გვაქვს ინფექციის მართვის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ. იმისთვის, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწყოთ ხელი ეკონომიკას და ტურიზმს, რომ ამოქმედდეს უფრო ეფექტურად.

ამიტომ, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვთქვათ და შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ.

მსჯელობის შედეგად, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისში, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო და ავტობუსი და სამარშუტო ტაქსები,” – განაცხადა გიორგი გახარიამ

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...