რამდენიმე საათიანი აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასთან დასრულდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად აქციის მონაწილეებმა პოლიციის დამატებითი ძალების შემოყვანა დაასახელეს. აქციაზე დამატებით შემოიყვანეს სამხარეო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები,რომლებიც სამხარეო პოლიციის პიკაპებითა და ტოიოტა ჰც-თი გადააგილდებოდნენ. “აქცია დასრულდა,ისევ ვაძლევთ ხელისუფლებას გონივრულ ვადას,შეგვხვდეს მერი დავით გოგუა”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციაზე არავინ დაუკავებიათ. შეგახსენებთ,აქციის მონაწილეები ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოს დასუფთავების ფაქტის უსწრაფეს გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.
ჩხოროწყუში რამდენიმესაათიანი აქცია დასრულდა
სიახლეები
სიახლეები
ტრამპი- რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელია...
სიახლეები
თუ საქართველო EU-ში გაწევრიანდება, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანა მოგვიწევს – ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი "იძულებული იქნება" საქართველო არამეგობრული ქვეყნების...
საზოგადოება
საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს
რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს.
საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...
საზოგადოება
პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს
72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...