მთავარისიახლეებისაზოგადოება,,პაპას მუშ ფრიმულს აშაბარენდესია'' - ვაკის პარკში შემოხეტებული ,,ღამის მგელი'' საქმეს...

,,პაპას მუშ ფრიმულს აშაბარენდესია” – ვაკის პარკში შემოხეტებული ,,ღამის მგელი” საქმეს გვირჩევს

Published on

 ,,მე მივედი ვეტერანთან დღეს და ის ტიროდა. ყურადღება მათ ნამდვილად არ ჰყოფნით. ისინი ვერ ხედავენ, რომ აფასებთ იმის გამო, რაც მათ გააკეთეს'' – ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ვაკის პარში მყოფმა რუსმა ბაიკერმა, ე.წ. ღამის მგლების წევრმა ლეონიდ მურაშკინმა განუცხადა.

„ჩვენ მოვედით აქ, რომ ქედი მოვიხაროთ ორი ერის გარდაცვლილი და ცოცხალი წინაპრების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის, რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით ფაშისტები. ეს ჩვენი გამარჯვების დღეა. თქვენ ამაში ეჭვი გეპარებათ? თქვენ ასეთი ინტერვიუ თქვენი ვეტერანებისგან აიღეთ? მათთან მიხვედით და ჰკითხეთ, რა გადაიტანეს იმ წლებში? მე ეჭვი მეპარება, თქვენ თვალებში ვხედავ, რომ მატყუებთ. ვხედავ ცრემლებს მათ თვალებზე მათთდამი უყურადღებობის გამო. მე მივედი ვეტერანთან დღეს და ის ტიროდა. ყურადღება მათ ნამდვილად არ ჰყოფნით, ისინი ვერ ხედავენ რომ თქვენ აფასებთ, რაც მათ გააკეთეს," – მიმართა ლეონიდ მურაშკინმა ქართველ ჟურნალისტებს.
 
ამაზე იტყვიან ,,პაპას მუშ ფრიმულს აშაბარენდესია'' ( ხუცესს თავის წვერს აბარებდნენ, გაუფრთხილდიო).
 
ჩვენში რომ ომის ვეტერანებს, ზოგადად მოხუცებს და მოსახლეობის უმრავლესობას  ხელისუფლების მხრიდან ყურადღება აკლია, ფაქტია, მაგრამ მურაშკინისგან საყვედური ( მით უფრო ქართველი ჟურნალისტებისადმი) კატეგორიულად მიუღებელია: ქვეყანაში, რომელსაც იგი წარმოადგენს,   ვეტერანებისთვის ნამდვილად არ დის რძის მდინარეები ხილფაფის ნაპირებით და, რაც მთავარია, ეს ქვეყანა კლავს მოხუცებს (მათ შორის ვეტერანებსაც)  სხვა ქვეყნებში, როგორც ეს გააკეთა და აკეთებს საქართველოში – ათეულ ათასობით  ქართველი მოხუცი და ხანდაზმული ადამიანია მოკლული ოკუპანტების ტყვიით აფხაზეთში.
 
მათ შორისაა, მაგალითად,  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი,  ისტორიის მასწავლებელი ოჩამჩირიდან  დომენტი შამათავა, რომელიც სადაგ დღეებშიც ამაყად დააბრდღვიალებდა გახუნებულ პიჯაკზე ამ ომში მიღებულ უთვალავ ორდენსა და მედალს და ეს პიჯაკი ეცვა, როცა უკვე დაცემული ქალაქიდან გასვლას ლამობდა და   თავისი სახლის წინ  დაცხრილეს  რუსმა ოკუპანტებმა. მოხუცის ცხედარი, რა თქმა უნდა, დაუმარხავი დაეტოვებინათ იქვე, ღობის ძირას.  შემდეგ, როცა ქართველებისგან დაცლილ – დაცარიელებულ ქალაქში  ისევ  აფხაზებმა მიხედეს და უპატრონეს (არის ჩვენს შორის რაღაც, ომისთვის ჩვეულ ბოღმაზე მეტი),   გაირკვა, რომ მოროდიორებს ფეხსაცმელიც გაეხადათ უკვე გარდაცვლილისთვის (სხვა საკითხია,  რაში დასჭირდა დომენტი მასწავლებლის ქუსლმოცვეთილი ,,ბატინკები"  ,,სამხედრო ღირსების მქონე და დიდსულოვან'' რუს ჯარისკაცს? )
 
რა ფასი აქვს უცნობი ჯარისკაცის საფლავისთვის (სხვათაშორის,  ეს დედაჩემის  სამი ძმის,  ქერჩის კატაკომბებში და ბალაკლავაში  დაღუპული ბიჭების  სიმბოლური საფლავიც არის) – პატივის მიგებას ოკუპანტი ქვეყნის  ემისრისაგან?
 
 რა ფასი აქვს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომელსაც არ სურს ან არ ძალუძს ამ თავხედობის აღკვეთა თბილისის გულში? 
 
და რა ფასი გვაქვს ჩვენ, ვინც ამ ყველაფერს ვითმენთ?
 
ნონა ქობალია
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...