მთავარისიახლეებისაზოგადოებადეკანოზ მამალაძის ადვოკატები პროკურატურის მხრიდან არაოფიციალურ შეთავაზებაზე საუბრობენ

დეკანოზ მამალაძის ადვოკატები პროკურატურის მხრიდან არაოფიციალურ შეთავაზებაზე საუბრობენ

Published on

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა დღეს კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთეს. დეკანოზის უფლებების დამცველები იმ შეთავაზების დეტალებზე საუბრობენ, რომელიც საგამოძიებო უწყებიდან მიიღეს.მამა გიორგი ამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა სასულიერო პირს დანაშაულის აღიარებას და თანამზრახველად პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის და მეუფე დიმიტრის დასახელებას სთხოვდა. ადვოკატების ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალმდებლებმა შეთავაზება არაოფიციალურად გააკეთეს და თანხმობის სანაცვლოდ დეკანოზ გიორგი მამალაძეს განრიდებას ან საპროცესო შეთანხმებას დაჰპირდნენ. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დეკანოზის დაკავების დღიდან აცხადებს, რომ საქმეში მრავალი დარღვევა არსებობს. საქმეს ნაწილობრივ იცნობს პატრიარქის მდივან-რეფერენტის მეგობარი ნანა კაკაბაძეც. კაკაბაძე აცხადებს, რომ არა მდივან-რეფერენტის, არამედ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა.საქმის მასალების მიხედვით, დეკანოზს ანგარებით პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადებას ედავებიან. დანაშაული 20-მდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე არსებითი განხილვა 19 მაისს იწყება. 

სიახლეები

ყალბ ფხვნილებს ამზადებდნენ და ცნობილი ბრენდების სახელით ყიდდნენ-დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქვემო ქართლში ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინეს. საქმეზე...

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ირაკლი მხეიძეა |...

უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო

უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო. საუბარია სამი მილიარდ ორას მილიონ...

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბრძანება, რომლესაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 25...