მთავარისიახლეებიპოლიტიკასამი ცალი მანდატი ერთ ლარად პარლამენტთან ახალგაზრდების გახსნილ “ბუტკაში”

სამი ცალი მანდატი ერთ ლარად პარლამენტთან ახალგაზრდების გახსნილ “ბუტკაში”

Published on

პარლამენტთან “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთა აქციას მართავს – ისინი ერთის მხრივ პარტია “მოქალაქეების” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიმართ აფიქსირებენ საკუთარ აზრს, მეორე მხრივ “ქართული ოცნების” დღეს მისაღებ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მათ აქციაზე მიტანილი აქვთ ნაგვის ურნა, რომელშიც ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ფოტოებია განთავსებული და ასევე “ბუტკა”, სადაც აქტივისტების თქმით სხვადასხვა გამოცემები იყიდება, მაგალითად “კაი ბიჭობა თუ მანდატები” გია ვოლსკის ავტორობით, ლაშა ნაცვლიშვილის “საერო ბიძინა ანუ მწიფე ხელი”, ავთანდილ მარგიანის “სხარტულები ივანიშვილზე”, ლადო კახაძის “სადღეგრძელოები”. “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრები ამბობენ, რომ ეს ჯიხური საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს, სადაც მანდატებს სამ ცალს ერთ ლარად ყიდიან.

“კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. როგორ მოგვპარა ბიძინა ივანიშვილმა ჟვანიას ხელით გაყალბებული არჩევნები. დღეს არის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა და ეს კლოუნადა, რაც ხდება დღეს პარლამენტში, კარგად ასახავს დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლებენს. ალეკო ელისაშვილის და სხვა დეპუტატების ადგილი, ვინც პარლამენტში შევა, იქნება ნაგვის ურნაში. თუ კარგად დააკვირდებით, აწერია “ნუ დაემსგავსები ბრიტუსს!” ალეკო ელისაშვილი დღეს არის ბრუტუსი” – ასე განმარტავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე აქციის მიზანს.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...