მთავარისიახლეებისამართალიბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა

Published on

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამრთლემ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა, რასაც ხმაური მოჰყვა.  გადაწყვეტილება დაკავებულების ახლობლებმა გააპროტესტეს.
 
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, თუმცა როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ  მათი პოზიცია არ გაითვალისწინა
 
მოსამართლემ ბრალდების მხარისა და ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. დაკავებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი, ესენია: „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 – ე მუხლი, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.
 
საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 19 მაისს დაინიშნა 
 
დანარჩენი 8 დაკავებულის  სასამართლო პროცესი  ამ გრძელდება. სხდომას 7 ბრალდებული ესწრება, მერვე  სასჯელაღსრულების სამინისტრომ ერთ-ერთი დაკავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, იგი ექსპერტიზაზე იმყოფება.
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...