მთავარისიახლეებისამართალიშსს - მ ზუგდიდის სამმართველოს 2 უბნის ინსპექტორი და ფოთის განყოფილების...

შსს – მ ზუგდიდის სამმართველოს 2 უბნის ინსპექტორი და ფოთის განყოფილების პატრულ ინსპექტორი გაათავისუფლა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების და გასაჯაროების გამო 3 პირი დაითხოვეს, კერძოდ. უწყებაში ზუგდიდის სამმართველოს 2 უბნის ინსპექტორი და ფოთის განყოფილების პატრულ ინსპექტორი.

უწყების განცხადებით, მათ მოპოვებული ინფორმაცია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს გადასცეს, მოგვიანებით კი ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა.

“დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების მიზნით, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა “დიჯიპასის” მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა და კონკრეტული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოიძია.

პოლიციის თანამშრომელმა მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთი
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს გადასცა. აღნიშნული
ინფორმაცია მოგვიანებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა. “, — აცხადებენ ისინი.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...