მთავარისიახლეებისაზოგადოებატელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სხდომა გადაიდო

ტელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სხდომა გადაიდო

Published on

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით  ტელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სხდომა  ხვალ, 12.00 საათამდე გადაიდო. ამით მოსამართლემ დააკმაყოფილა   გიგი უგულავას და მისი ადვოკატების შუამდგომლობა, რომელშიც ისინი  სხდომის გადადებას ითხოვდნენ იმ მიზეზით, რომ დღეს 17.00 საათზე დანიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას პატიმრობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სხდომა, მათ კი მოსაგვარებელი აქვთ ტექნიკური დეტალები, რისთვისაც დრო სჭირდებათ. თავის მხრივ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დღეს საბოლოო სიტყვას ვერ იტყვის და მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს  17 საათზე დანიშნული პროცესი.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განმარტა, რომ ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნული პროცესი თავისი მნიშვნელობით დღესვე დასრულდება, არსებობს შესაძლებლობა, რომ დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა ხვალ წარმოთქვას. 
შესაბამისად, პროცესი ხვალ, 12.00 საათზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმით გაგრძელდება.

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...