მთავარისიახლეებიპოლიტიკამესამე პრეზიდენტის დახმარებაზე ქართულმა ოცნებამ უარი თქვა - გაურკვეველია, როდის მოგვეცემა...

მესამე პრეზიდენტის დახმარებაზე ქართულმა ოცნებამ უარი თქვა – გაურკვეველია, როდის მოგვეცემა ვაქცინის შემოტანის ასეთი შანსი

Published on

ქართული ოცნების ხელისუფლებამ, რომელმაც უარი თქვა მესამე პრეზიდენტის დახმარებაზე და 300 000 ცალ უფასო ვაქცინაზე, რომელიც მალტიდან უნდა მიგვეღო

მიხეილ სააკაშვილის თქმით , ვაქცინების უსასყიდლოდ გადმოცემაზე მალტის ხელისუფლება მისი პირადი თხოვნის შემდეგ დათანხმდა, რომელსაც მედიკამენტები მილიონიანი ზედმეტობით აქვს ნაყიდი. საქართველოს მთავრობას ამ ვაქცინების მისაღებად მხოლოდ წერილი უნდა მიეწერა მალტის ხელისუფლებისთვის, მაგრამ სააკაშვილის ფაქტორი იმდენად უხერხული აღმოჩნდა ივანიშვილის თანაგუნდელებისთვის, რომ მათ თავის მოქალაქეებს ახლა პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 

მმართველი გუნდის წევრებმა  ქვეყნისთვის გამოწვდილ დახმარების ხელზე ისე თქვეს უარი, რომ შეთავაზებას დეტალურად არც გაცნობიან. მეტიც, სიკვდილ – სიცოცხლის საკითხი ქართული ოცნების წევრებისთვის იაფფასიანი პოპულიზმისა და ხუმრობის თემა აღმოჩნდა.

სააკაშვილის შეთავაზების მოსმენის შემდეგ, იტალიაში საქართველოს ელჩმა თავი დაიზღვია და იმისი მტკიცება დაიწყო, რომ ამგვარ მოლაპარაკებებს თავად აწარმოებდა ჯერ კიდევ დეკემბრიდან. ხელისუფლების არგუმენტებისთვის მეტი დამაჯერებლობის შესაძენად სამთავრობო მედია ამტკიცებდა რომ მალტას თავად აქვს ვაქცინების დეფიციტი. თუმცა იმავე წყაროების გაანალიზებით, რასაც ეს მედია საშუალებები ეყრდნობოდნენ, ირკვევა რომ ამ პატარა ქვეყანას იმაზე სამჯერ მეტი ვაქცინა აქვს შეკვეთილი, ვიდრე მოსახლეობა ჰყავს. მილიონი ზედმეტი ვაქცინიდან კი ის მზად იყო 300 000 საქართველოსთვის დაეთმო. 

მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე წინ პოლიტიკური ანგარიშსწორების წამოწევა ამორალური და მოღალატეობრივი აღმოჩნდა ექიმებისთვისაც, რადგან კორონავირუსის ეპიდემია ის გამოუცხადებელი ომია, სადაც ადამიანების გადასარჩენად მთელი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. 

იძულებით პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დახმარებაზე ქართულმა ოცნებამ უარი თქვა. თუმცა ქვეყანას ამ დახმარების მიღების თეორიული შანსი მაინც რჩება.

თუკი საზოგადოება და პოლიტიკოსები დასავლელ პარტნიორების და დახმარების მსურველ სახელმწიფოებს ერთიანი ეროვნული  პლატფორმიდან მიმართავენ და პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანენ ხელისუფლებას – რომელმაც ისინი სასიკვდილოდ გაიმეტა. 

სიახლეები

საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო – EU

საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის...

ზურაბიშვილი გაფიცულ მოქალაქეებს შეუერთდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო, გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდა. "ჩემი პოზიცია არის, რომ პრეზიდენტი არასდროს იფიცება, იმიტომ...

საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია შშმ პირს მუქარის მესიჯს უგზავნის

ბაჩუკის,(ასე იცნობს მას ყველა) რომელიც შშმ პირია და ზუგდიდში აქციებზე დგას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს...

ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ – მაჩალიკაშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი...