მთავარისიახლეებიპოლიტიკაგილოცავ ერო, ცენზორი მოგვევლინა და ცენზურა ჩაგვირთეს!'' -კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი"...

გილოცავ ერო, ცენზორი მოგვევლინა და ცენზურა ჩაგვირთეს!” -კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” სამართალდამრღვევად სცნო

Published on

ცოტა ხნის წინ დასრულდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რომელმაც “მთავარი არხი” სამართალდამრღვევად სცნო ბექა ყორშიას სიუჟეტის გამო, სადაც პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ივანე მაჭავარიანის უხერხული კადრი იყო ნაჩვენები. მარეგულირებელმა კომისიამ მიიჩნია, რომ ეს იყო უხამსობა და ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. 

მარეგულირებელი კომისია ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა ამ სიუჟეტს და საბოოლოოდ, გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “მთავარი არხი” სამართალდამრღვედადაა ცნობილი, თუმცა, ამ ეტაპზე არხის სანქცირება არ მომხდარა.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქზე”  გამოეხმაურა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, იგი წერს, რომ მარეგულიერებელ კომისიას ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა. 

“საქმე იმაშია, რომ კომისიას ამის უფლებამოსილება არა აქვს! ამის – ანუ ცენზურის! გილოცავ ერო, ცენზორი მოგვევლინა და ცენზურა ჩაგვირთეს! გილოცავთ”, – წერს ნიკა გვარამია. 

მარეგულირებლის მიერ ცენზურის დაწესების მცდელობად მიიჩნევდა ამ განხილვას ‘მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანამდე ამბობდა, რომ თუ მარეგულირებელი მთავარ არხს სამართალდამრღვევად სცნობდა, ეს იქნებოდა პირველი პრეცენდენტი, როცა ცენზურა ჟურნალისტსა და მედიას ოფიციალურად დაუწესდებოდა.

და აი, ეს პრეცედენტი შედგა.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...