ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე ერთ-ერთ საკითხად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს განიხილავენ.
სესია დღეს გაიხსნება და დეპუტატები მომხსენებელ ტინი კოქსის ანგარიშს მოისმენენ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პირველივე დღეს ისაუბრებენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, დაკავებაზე, ბელარუსში არსებულ ვითარებასა და ყარაბაღის ომის შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც იმსჯელებენ, დროებით ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და უკრაინაში ეთნიკური უმცირესობების ენების საკითხია.