მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI: გამოკითხულთა 41% აიცრებოდა კორონავირუსზე, 41% - არა, 17%-მა არ იცის

NDI: გამოკითხულთა 41% აიცრებოდა კორონავირუსზე, 41% – არა, 17%-მა არ იცის

Published on

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, 41% აიცრებოდა, ხოლო ამდენივე – არა. კითხვაზე, “კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები”, 17% პასუხობს, რომ არ იცის.

გასული წლის ივნისში 46% ამბობდა, რომ არ აიცრებოდა.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის მიხედვით, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებოდნენ, ვიდრე ქალები. ასევე, მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.

გამოკითხვის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ აიცრება, ხოლო სოფელში – 42%.18-34 წლამდე ასაკის 39% აიცრებოდა, ხოლო 55 წელს მაღლა ასაკის ჯგუფებში – 44%.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...