მთავარისიახლეებისპორტიზუგდიდის „დინამო“ სამმა მოთამაშემ დატოვა

ზუგდიდის „დინამო“ სამმა მოთამაშემ დატოვა

Published on

ზუგდიდის „დინამო“ სეზონის დასრულების შემდეგ სამმა მოთამაშემ დატოვა და ახალ კლუბს მოძებნიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს გოჩა ცირდავამ, პაპუნა მოსემღვდლიშვილმა და მიხეილ რუხაიამ – კლუბი თითოეულ მათგანს მადლობას უხდის გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს უსურვებს საფეხბურთო კარიერაში“, – წერია ზუგდიდის „დინამოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

„დინამო“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ზუგდიდში ემზადება. ჩემპიონატის დაწყებამდე, ფეხბურთელებიც ორჯერად ვარჯიშებზე არიან გადასულები. ზუგდიდელთა მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი ამ ეტაპზე დროს მთლიანად ფიზიკურ მომზადებას უთმობს, უახლოეს დღეებში კი საკონტროლო მატჩები დაგეგმა.

2021 წელს გუნდი პირველ საკონტროლო მატჩს 25 იანვარს, წყალტუბოში „სამგურალი 2“-თან გამართავს, 28 იანვარს, ურეკში, ეროვნულ ლიგაში აღზევებულ ქობულეთის „შუქურას“ შეხვდება, ხოლო 4 თებერვალს მარტვილში „მერანს“ ესტუმრება.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...