მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველომ სარჩელი სტრასბურგში 12 წლის წინ შეიტანა - მაშინდელი იუსტიციის ...

საქართველომ სარჩელი სტრასბურგში 12 წლის წინ შეიტანა – მაშინდელი იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამიას მოადგილე თინა ბურჯალიანი მტკიცებულებებით დახუნძლული დადიოდა სტრასბურგში

Published on

საქართველო გამარჯვებულია – უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო 12 წელია ელოდება. რუსეთმა 2008 წლის ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა მოახდინა და ამას ადასტურებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო.

წინა ხელისუფლებს დროს, ვინც ამ საქმეს უძღვებოდა იყო იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი ნიკა გვარამია, ხოლო, მისი მოადგილე თინა ბურჯალიანი, რომელიც მტკიცებულებებით დახუნძლული დადიოდა სტრასბურგში და ამ საქმეს ხელმძღვანელობდა. 

დღეს თინა ბურჯალიანი “მთავარ ართხან” ამბობს, რომ ყველა ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა ქართულ მხარეს, დაკმაყოფილებულია. მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი აგრესორია.

 “ამ წუთას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა – ეთნიკური ქართველების გამოდევნის და მათი უკან დაბრუნების ხელის შეშლისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხინვალის რეგიონში. სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ ეს არის ადმინისტრაციული პრაქტიკა – ადგილი ჰქონდა არა კონკრეტულად იზოლირებულ ფაქტებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის, არამედ ეს იყო კარგად ორგანიზებული პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა და პასუხისმგებელია. ასევე სასამართლომ ცალსახად გამოყო, რომ რუსეთის ფედერაცია იყო პასუხისმგებელი უკანონო დაკავებებზე სამოქალაქო პირების. მათ არასათანადო მოპყრობაზე…

160 სამოქალაქო პირი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში იყო დაკავებული ერთად მოთავსებული ეს ადამიანები, მაშინ, როდესაც კონცერტი მიმდინარეობდა გარეთ. ასევე ცალსახა დარღვევა დაადგინა და რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ომის ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობაზე და წამებაზე. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ უმსჯელია კომპენსაციის თემაზე…ეს გადაწყვეტილება აქცენტს აკეთებს ბრალეულობაზე რუსეთის ფედერაციის”, – ამბობს თინა ბურჯალიანი 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უახლოეს მომავალშვი ცნობილი გახდება ჰააგის სისხლის სამართლის გადაწყვეტილება და ვერდიქტი, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოში. ქართველ გენერლებს კი, მოლოდინი აქვთ, რომ აქაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს სასარგებლოდ. 

აქვე გეტყვით, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დააკმაყოფილა.  

შეგახსენებთ, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში, თავდაპირველად, სარჩელი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე შეიტანა, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საბოლოო ფორმით ევროპულ სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვალს წარედგინა.

საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის  დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება:

  • სიცოცხლის უფლებას;
  • წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას;
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას;
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას;
  • ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას;
  • საკუთრების დაცვის უფლებას;
  • განათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას. 

სიახლეები

ზუგდიდში პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება სრულად აღადგინა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების სრულმასშტაბიანი მოქმედება აღადგინა — ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

შსს- დაკავებულია პენსიონერი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა

თბილისში არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული...

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....