მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა წითლიძე: "განმუხურის მოსახლეობისგან მიწების დათმობას ითხოვენ

ანა წითლიძე: “განმუხურის მოსახლეობისგან მიწების დათმობას ითხოვენ [Video]

Published on

"ხელისუფლების სახელით, კონკრეტულად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას და ეკონომიკის სამინისტროს სახელით განმუხურის ადგილობრივ მოსახლეობას კერძო საკუთრების დათმობაზე ელაპარაკებიან კრიმინალური ავტორიტეტები, კერძოდ, ე.წ ტყის ძმების მეთაური დათო შენგელია" – ამის შესახებ დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციაში განაცხადა. მისი თქმით, მისი თქმით, განმხურის მაცხოვრებელი 100-მდე ოჯახი ფინანსურ პოლიციაშია დაბარებული და მათ სახელზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე იკითხებიან.
როგორც ანი წითლიძემ განაცხადა, აღნიშნულ დაკითხვას წინ უძღვოდა, „ტყის ძმების“ დავით შენგელიას მიერ განმუხურის მოსახლეობის მისამართით განხორციელებული მუქარა. გავრცელებული ცნობით, შენგელია განმუხურის მოსახლეობას აფრთხილებდა და აშინებდა, რომ მიწის ნაკვეთები იმ მინიმალურ ფასად დაეთმოთ, რა ფასადაც წლების წინ შეიძინეს.
წითლიძის განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან უარის თქმის შემდეგ, დაახლოებით 15 დღეში ისინი ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს.
მისივე თქმით, დავით შენგელია შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ასოცირდება, რაც მოსახლეობაში შიშს იწვევს. არსებობს ცნობები, რომ მიწის ნაკვეთების დათმობას შენგელია იარაღის მუქარითაც ითხოვდა. ამ ყველაფერს კი მთავრობის ბიზნეს გეგმებს უკავშრებს.
ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანაკლიაში დენდროლოგიური პარკის მშენებლობა შეჩერებულია. გავრცელებული ვერსიით, მიწის ნაკვეთი, სადაც პარკი უნდა გაშენებულიყო, ამერიკაში მცხოვრები ქართველის საკუთრება აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ პარკის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების საწყობიც მდებარეობდა, თუმაცა როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ტერიტორიიდან გატანილია სამშენებლო მასალა და გაყვანილია მძიმე ტექნიკაც.
მოსახლეობა, სანაპირო ზოლით დაინტერესებას ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს.
 
 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...