მთავარისიახლეებისაზოგადოებაამერიკის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

ამერიკის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

Published on

დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.

ფიცს ჯერ კამალა ჰარისი, თბილისის დროით 20:30 საათზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სონია სოტომაიერის წინაშე დადებს, თბილისის დროით 21:00 საათზე კი ჯო ბაიდენს ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი დაადებინებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბაიდენი კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებს, სადაც ტრადიციის თანახმად, ამერიკის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებს.

ამის შემდეგ ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მეუღლეებთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივლენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.

წლევანდელი ინაუგურაციის ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაკლებად მასშტაბური იქნება და მას 1 000-მდე სტუმარი, მათ შორის კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრებიან ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მისი მეუღლე კარენ პენსი, ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი ბარაკ და მიშელ ობამები, ბილ და ჰილარი კლინტონები, ჯორჯ და ლაურა ბუშები.

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება, თუმცა ის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი არ არის, რომელიც მემკვიდრის ფიცის დადების ცერემონიალს არ ესწრება. სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზეზით უფლებამონაცვლეების ინაუგურაციას არ დაესწრნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები : ჯონ ადამსი, ჯონ ქვინსი ადამსი და ენდრიუ ჯონსონი.

6 იანვარს მომხდარი არეულობის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის გამო, ინაუგურაციის დროს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნება მიღებული და თავდაცვის დეპარტამენტი დედაქალაქში ეროვნული გვარდიის 25 000-მდე ჯარისკაცს განათავსებს

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...