მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტი გიგი უგულავას საქმეზე საგანგებო განცხადებას 15.00 საათზე გააკეთებს

პრეზიდენტი გიგი უგულავას საქმეზე საგანგებო განცხადებას 15.00 საათზე გააკეთებს

Published on

ვრცელდება  ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 15.00 საათზე გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამის შესახებ  ოფიციალური განცხადება ჯერაც არ გაუკეთებია.

ადმინიტრაციის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით 15.00 საათზე დაგეგმილია საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის  თენგიზ ფხალაძის პრესკონფერენცია და  კონკრეტდება მხოლოდ ის, რომ პრესკონფერენციის თემაა ამერიკის შეერთებულ შტატებში  პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხი.    

შეგახსენებთ, რომ  ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიემგზავრება, ხოლო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიწვეულია  ლიტვის პრეზიდენტის  დალია გრიბაუსკაიტეს მიერ  ნიუ-იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე – "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება" 

შესაბამისად რამდენიმე წუთში გაირკვევა, დააფიქსირებს თუ არა პრეზიდენტი თავის პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილერბასთან და გიგი უგულავას მიმართ კანონის აღსრულების საკითხში. 

 

სიახლეები

“ოცნების” უმოქმედობამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის – ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ბრიუსელი "ოცნების" ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის...

ერევანში ზელენსკის მიპატიჟებას კრემლის უკმაყოფილება მოჰყვა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს,...

ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია – მაკრონი

"სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები...

თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკრიბას იურისტმა, პაატა ყვავაძემ BMG-ს დაუდასტურა, მისი...