მთავარისიახლეებისაზოგადოებათენგიზ ცერცვაძე: ცალსახად ვემხრობი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას და რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრებას

თენგიზ ცერცვაძე: ცალსახად ვემხრობი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას და რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრებას

Published on

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იგი ემხრობა შეზღუდვების შემსუბუქებას, თუმცა მისი თქმით, ამ შემთხვევაში, რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

“მე ცალსახად ვემხრობი 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნას და შემსუბუქებას. მთლიანი მოხსნა, ალბათ, არ მოხერხდება და მათ შემსუბუქებას. ოღონდ, იმ პირობით, თუ ამ შემსუბუქების და მოხსნის პარალელურად, მოხდება არა რეგულაციების გამკაცრება, არამედ მოქმედ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრება”, — განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ სტაბილიზაცია შეინიშნება, ხოლო სიტუაცია და კლინიკური სექტორი “დამშვიდებულია”.

17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 608 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა — 17.

სიახლეები

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...

ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე

ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე. ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო...

ტრამპი- რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელია...