მთავარისიახლეებიპოლიტიკარას ამბობენ Washington Post-ის სტატიაზე ოცნებაში და ოპოზიციაში

რას ამბობენ Washington Post-ის სტატიაზე ოცნებაში და ოპოზიციაში

Published on

მთავრობის ოპონენტები ვაშინგტონ პოსტის გამოქვეყნებულ სტატიას ბიძინა ივანიშვილის შესახებ სრულად ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ ივანიშვილს ქვეყნის “კულუარული მმართველის” პოსტი არ დაუტოვებია. 

“ფაქტია, რომ ვაშინგტონში არ სჯერათ იმისი, რომ ბიძინა ივანიშვილი სადმე წავიდა და კარგად ესმით, რომ ის რჩება კულუარულ მმართველად, უფრო მეტად დისტანციურ, უფრო მეტად არაფორმალურ მმართველად, რაც დემოკრატიისთვის ძალიან დიდი საფრთხეა”, – ამბობს ანზორ ბიწაძე, “ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელი.

“ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონ პოსტის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატია, სადაც ბიძინა ივანიშვილს “ტრამპის ელფერის” მქონდე ოლიგარქს უწოდებენ გამომცემლობის პოლიტიკური პოზიციიდანაა დაწერილი და გავლენიანი ამერიკული გამოცემა პოლიტიკურად მიკერძოებულია. სტატიას “მოყირჭებული თემას” უწოდებს გია ვოლსკი, “ოცნების” პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე. 

“მოყირჭებული თემაა უკვე. პოლიტიკური პოზიცია გააჩნია მედია საშუალებებს –  ვაშინგტონ პოსტს, ნიუ იორკ თაიმსს, სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ გამოცემებს და თავისი პოლიტიკური პოზიციიდან, პოლიტიკური პლატფორმიდან აკეთებენ განცხადებებს და სტატიებსაც ხშირ შემთხვევაში” – ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ სტატია სათაურით “ოლიგარქი ტრამპის ელფერით, ამბობს რომ პოლიტიკიდან მიდის, ბევრს მისი არ სჯერა” The Washington Post – მა გუშინ გამოაქვეყნა.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...