მთავარისიახლეებიმსოფლიოპელოსი: იმპიჩმენტს გამოვუცხადებთ ტრამპს, თუ პენსი მხარს არ დაუჭერს გადაყენებას

პელოსი: იმპიჩმენტს გამოვუცხადებთ ტრამპს, თუ პენსი მხარს არ დაუჭერს გადაყენებას

Published on

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, ამბობს, რომ ის მზადაა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა მეორედ განიხილოს, თუ ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი, 25-ე შესწორებით მხარს არ დაუჭერს ტრამპის გადაყენებას. ინფორმაციას DW ავრცელებს CNN-ზე დაყრდნობით.

“გადაუდებლად ვიმოქმედებთ ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიის დასაცავად, რადგან პრეზიდენტი მათთვის საფრთხეს წარმოადგენს”, – ამბობს პელოსი.

წარმომადგენელთა პალატა დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც პენსს 24-საათიან ვადას მისცემს პრეზიდენტის გადასაყენებლად.

ცნობისთვის, მაიკ პენსი ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმი მიიტანეს. არეულობას 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს კაპიტოლიუმის მიმართულებით მსვლელობისაკენ და 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების დაცვისკენ მოუწოდა.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...