მთავარისიახლეებისაზოგადოებაასე მხოლოდ ჩრილოეთ კორეაში ხდება - აცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა

ასე მხოლოდ ჩრილოეთ კორეაში ხდება – აცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა

Published on

თბილისის  საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს,იხილება საქმე, რომელიც თბილსერვისისა და რიყის პარკის ეპიზოდებს აერთიანებს. სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით უნდა წარსდგეს გიგი უგულავას ადვოკატი. 

სხდომას გიგი უგულავაც ესწრება, ის უკვე მიყვანილია  საქალაქო სასამართლოში, თუმცა კი ადვოკატი ბექა ბესელია პროცესის დაწყების წინა გამოთქვამდა იმედს, რომ  სიტყვით გამოსვლა კონსტიტუციის დაღვევით პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას თანხლებით არ მოუწევდა.

გიგი უგულავას სასამართლო დარბაზში აპლოდისმენტებით შეხვდნენ. პროცესს ესწრებიან თბილისის ყოფილი მერის ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები,  .  სასამართლოსთან კი დილიდან არიან შეკრებილები მოქალაქეები, რომელნიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკანონო პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვენ, ისინი აცხადებენ, რომ გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე 12 საათზე მეტია უკანონოდ იმყოფება.

"დესპოტური რეჟიმი,"-  ასე ეხმაურება დეპუტატი გოკა გაბაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნის ფაქტს –  "საერთოდ აღარაფერი არსებობს. ჩვეულებრივი დესპოტური რეჟიმია, სადაც შეიძლება გამართლებული ადამიანი იყოს პატიმარი. გუშინ 9 საათიდან გიგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს უკანონო პატიმრად სცნო,"- აცხადებს იგი   

რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოსთან დეპუტატმა სერგო რატიანმა  მოუწოდა სახალხო დამცველს  უჩა ნანუაშვილს ოფიციალური განცხადება გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მის შესრულებასთან დაკავშირებით . "რაც დღეს ხდება, არის სამარცხვინო ქართული სახელმწიფოსთვის. სასწრაფოდ უნდა იყოს განთავისუფლებული გიგი უგულავა. იმალებიან. ჯერ იმალებოდა სასჯელაღსრულების მინისტრი. დღეს იმალება სახალხო დამცველი. ეს შემაშფოთებელია," -განაცხადა   სერგო რატიანმა. 

რაც შეეხება მმართველი ძალის  პოზიციას, პარლამენტის ვიცესპიკერი  მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ „სასამართლო ბრძანება დაპატიმრების შესახებ უნდა შეიცვალოს მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლის ბრძანებით. ასეთი აჟიოტაჟის შექმნა, მივარდნები ციხესთან – ეს არ არის სწორი და ემსახურება ერთადერთს – შექმნან ზედმეტი აჟიოტაჟი და დესტაბილიზაციის ფონი ქვეყანაში- აცხადებს მანანა კობახიძე და ურჩევს ნაციონალურ მოძრაობას   საერთო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას დაელოდოს.

თავად გიგი უგულავამ   პროკურორებს უგულავამ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა და სამართლებრივი პროცედურები განუმარტა, რის საფუძველზეც მისი თქმით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 

"ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდა ივანიშვილი, ვიცოდი, რომ ეს გზა უნდა გამევლო. ისიც ვიცოდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. შეუძლებელია სასამართლოს ეთქვა, რომ ეს ნორმა კონსტიტუციურია – ეს რუსეთში და ბელარუსშიც არ ხდება. ხდება მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში", – განაცხადა უგულავამ. 
 

 

 

 

სიახლეები

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...